Home რეგიონი ახმეტა რა სოციალური პროგრამებით შეუძლიათ ისარგებლონ ახმეტაში ?

რა სოციალური პროგრამებით შეუძლიათ ისარგებლონ ახმეტაში ?

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2024 წლის ნოემბრის თვეში დახმარება გაეწია 394 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 100 608,76 ლარი, კერძოდ:

ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული და მოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 103 ბენეფიციარს – 43 918 ლარით;

დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევაში ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვები), სისტემური წითელი მგლურას და გაფანტული სკლეროზის მქონე, აგრეთვე, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები პირებისთვის ( 18 ბენეფიციარი) დაფინანსდა 6 165 ლარის ღირებულების მედიკამენტები;

,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის „ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 7 ბენეფიციარი – 6 040 ლარით; – პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში დაფინანსდა 2 ოჯახი – 400 ლარის ოდენობით;

დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 11 პირს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი – 1 650 ლარით; – მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს (10 ბენეფიციარი) – დაუფინანსდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადი – 2000 ლარი;

ლოგინსმიჯაჭვული და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე 222 პირს დახმარება გაეწია – 22 200 ლარის ოდენობით;

დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შესაძენად დახმარება გაეწია – 5 ბენეფიციარს – 750 ლარი

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება გაიცა 5 ბენეფიციარზე – 2500 ლარის ოდენობით;

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ბინის ქირით უზრუნველყოფისთვის დახმარება გაიცა 1 ბენეფიციარზე – 500 ლარის ოდენობით.

აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწია 2 ბენეფიციარს – 700 ლარის ოდენობით;

მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთათვის გაიცა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტები – 275,26 ლარის ოდენობით;

კრიზისულ სიტუაციაში მყოფ ბავშვიან 6 ოჯახს საოჯახო ტექნიკით დახმარება გაეწია – 3510,50 ლარის ოდენობით;

ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში დახმარება გაეწია 2 ოჯახს – 10 000 ლარის ოდენობით