ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2024 წლის სექტემბრის თვეში დახმარება გაეწია 356 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 91 944,32 ლარი, კერძოდ:
ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული და მოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 73 ბენეფიციარს – 32 650 ლარით;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევაში ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვები), სისტემური წითელი მგლურას და გაფანტული სკლეროზის მქონე, აგრეთვე, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები პირებისთვის ( 12 ბენეფიციარი) დაფინანსდა 3205 ლარის ღირებულების მედიკამენტები;
,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის „ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 1 ბენეფიციარი –
1000 ლარით;
პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში დაფინანსდა 6 ოჯახი – 1250 ლარის ოდენობით;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 11 პირს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი – 1 650 ლარით;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს (7 ბენეფიციარი) – დაუფინანსდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადი – 1400 ლარი;
ლოგინსმიჯაჭვული და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე 206 პირს დახმარება გაეწია – 20 600 ლარის ოდენობით;
დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შესაძენად დახმარება გაეწია – 5 ბენეფიციარს – 750 ლარი
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება გაიცა 4 ბენეფიციარზე – 2000 ლარის ოდენობით;
95 წელს გადაცილებულ 2 ბენეფიციარზე გაიცა დახმარება – 800 ლარის ოდენობით;
დაუნის სინდრომის მქონე პირთა ერთჯერადი დახმარება გაეწია 1 ბენეფიციარს – 350 ლარის ოდენობით;
კრიზისულ სიტუაციაში მყოფ ბავშვიან 28 ოჯახს საოჯახო ტექნიკით და ავეჯით დახმარება გაეწია – 26 289,32 ლარის ოდენობით;