Home დღის ამბები ეკონომიკა რა მოცულობის ვალი აქვს საქართველოს?

რა მოცულობის ვალი აქვს საქართველოს?

ივნისში საქართველო საგარეო ვალი დოლარში გაიზარდა, თუმცა ლარის გამყარების გამო ლარში კონვერტაციის შემთხვევაში ვალი შემცირებულია.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 1 ივლისისთვის საქართველოს უცხოელი კრედიტორების მიმართ 23.15 მლრდ ლარის, ანუ 7.83 მლრდ დოლარის ვალი ჰქონდა. აქედან, უშუალოდ მთავრობის ვალი 7. 46 მლრდ დოლარია.  ბოლო 1 თვეში ვალის მოცულობა ლარში 180 მლნ ლარით შემცირდა, თუმცა დოლარში 7.8 მილიონით გაიზარდა.

გაზრდილია საშინაო ვალიც. სახელმწიფოს შიდა ბაზრიდან 6.2 მლრდ ლარი აქვს ნასესხები, ბოლო 1 თვეში ვალის პორტფელის ზრდა 146.9 მლნ ლარს აღწევს.

მთლიანობაში სახელმწიფოს შიდა და უცხოელი კრედიტოების წინაშე 29.36 მლრდ ლარის ვალი აქვს გასასტუმრებელი.