Home დღის ამბები ეკონომიკა რა მიმართულებით განხორციელდება ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში

რა მიმართულებით განხორციელდება ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

მისი თქმით, აპრილის თვიდან ეკონომიკაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი დაფიქსირდა და ეს ფაქტობრივად ყველა ეკონომიკურ პარამეტრში გამოიხატა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღის წესრიგში დადგა ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების განხორციელება.

„ცვლილებები ხორციელდება ძირითადად 3 მიმართულებით: საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, ეკონიკის აღდგენის ხელშეწყობა და კოვიდის მართვა“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.