მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 12 380 455 838 ლარი, შემოსავლებმა კი – 9 494 543 145 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაერთ ბიუჯეტში – 2 439 522 804 ლარის; ხოლო დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის სახით – 2 132 110 809 ლარის მობილიზება მოხდა.
ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, 2022 წლის იანვარ-ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 10 003 750 342 ლარი შეადგინა. საშემოსავლო გადასახადის სახით, კი სახელმწიფო ბიუჯეტში 2 259 166 067 ლარი შევიდა.