მთავრობამ შიდა ფრენების შესახებ განკარგულება გამოაქვეყნა.
გამოქვეყნებული განკარგულების პროექტის მიხედვით- დაგეგმილია თბილისი-ბათუმი-თბილისის, ასევე მესტია-ბათუმი-მესტიის, თელავი-ბათუმი-თელავისა და სხვა, ჯამში 11 ადგილობრივი ავიარეისების შესრულება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამურად 18 მილიონზე მეტი ლარი გამოიყოფა.
აქამდე, შიდა ფრენებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა წელიწადში 8 მლნ ლარი იყო.
განკარგულების თანახმად, მესტია-ბათუმის მიმართულებაზე ხომალდი 15 ადამიანის ტევადობის უნდა იყოს, ხოლო ბილეთის ფასი 168 დოლარი იქნება. რაც შეეხება თელავი-ბათუმს, ამ შემთხვევაში ხომალდი 40 მგზავრზე იქნება გათვლილი და ბილეთის ფასი 129 დოლარით განისაზღვრება.
მომსახურების შესყიდვა აეროპორტების გაერთიანებას დაევალა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 601 140 დოლარია. აღსანიშნავია იცის, რომ მომწოდებელმა ხელშეკრულების ფარგლებში ავიარეისები შემდეგი მიმართულებებით უნდა შეასრულოს:
თელავი-ბათუმი-თელავი – 40 ადგილი, 129 დოლარი
მესტია-თელავი-მესტია – 15 ადგილი, 187 დოლარი
თელავი-ამბროლაური-თელავი – 40 ადგილი, 108 დოლარი
თელავი-ქუთაისი-თელავი – 40 ადგილი, 87 დოლარი
თელავი-თბილისი-თელავი – 40 ადგილი, 50 დოლარი