2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტი შეადგინა – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
გთავაზობთ 10 საკვებ პროდუქტს, რომელიც გასულ თვეში ყველაზე მეტად გაძვირდა:
ხახვი – 118.4%-ით
სიმინდის ფქვილი -79.6%-ით
კარტოფილი – 56.9%-ით
ნამცხვარი – 40.8%-ით
მწვანე ლობიო – 38.3%-ით
საზამთრო – 36.8%-ით
შესქელებული რძე – 130.8%-ით
ვაფლი კრემით – 30.5%-ით
ტომატ პასტა – 29.1%-ით
მდოგვი – 27. 4%-ით