Home დღის ამბები ეკონომიკა რა გადის საქართველოდან? – უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული

რა გადის საქართველოდან? – უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული

2022 წლის 10 თვეში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე 4.54 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც წინა წელთან შედარებით 34%-ით მეტია.

საქსტატის მიხედვით, უმსხვილესი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. სულ 2022 წლის 10 თვეში ქვეყნიდან 842 მილიონი დოლარის ღირებულების სპილენძის კონცენტრატები გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია. 77%-ით გაიზარდა ავტოექსპორტი და მან $661 მილიონს მიაღწია.

სულ საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონელი ასე ნაწილდება:

1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $842 მილიონი, მატება წინა წელთან 28% (ამ საქონლის უდიდესი ნაწილი სინამდვილეში რეექსპორტს წარმოადგენს, რადგანაც წელს საქართველოში 623 მილიონის სპილენძის მადნების იმპორტი მოხდა).
2) მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – $661 მილიონი, მატება წინა წელთან 77%;
3) ფეროშენადნობები – $447 მილიონი, მატება წინა წელთან 18%;
4) აზოტოვანი სასუქები – $222 მილიონი, მატება წინა წელთან 190%;
5) ღვინოები – $200 მილიონი, მატება წინა წელთან 6.2%;
6) სპირტიანი სასმელები – $121 მილიონი, კლება წინა წელთან 1%;
7) მინერალური და მტკნარი წყლები – $92 მილიონი, კლება წინა წელთან 22%;
8) მედიკამენტები – $91 მილიონი, მატება წინა წელთან 14%;
9) ელექტროენერგია – $84 მილიონი, მატება წინა წელთან 455%;
10) თხილი – $75 მილიონი, კლება წინა წელთან 14%.

სხვა დანარჩენი საქონელი – 1.7 მილიარდი, მატება წინა წელთან 32%.