თბილისში ქართულ-ფინური ბიზნეს-ფორუმი იმართება, რომელშიც მონაწილეობას ფინელი და ქართველი დიპლომატები, ქართულ-ფინური ბიზნეს ასოციაციის, საბანკო და კერძო სექტორის წარმომადგენლები იღებენ.
გთავაზობთ, თუ როგორი სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს სკანდინავიის ამ ქვეყანასთან. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 17.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან უდიდესი ნაწილი 16.6 მლნ აშშ დოლარი იმპორტია და მხოლოდ 771 ათასი დოლარია ექსპორტი.
Top-5 პროდუქტი, რომელიც 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში შემოვიდა:
ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები, რძის პასტები – 2. 17 მილიონი აშშ დოლარი (394 ტონა)
მინერალური სასუქები – 1. 88 მილიონი დოლარი (2 160 ტონა)
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 1. 23 მილიონი დოლარი (387 ტონა)
მობილური ტელეფონები – 1.18 მილიონი დოლარი
სპირტიანი სასმელები – 1 მილიონი დოლარი (190 ტონა)
Top-5 პროდუქტი, რომელიც 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ფინეთში გავიდა:
ტომრები და შესაფუთი პაკეტები – 252.8 ათასი დოლარი (80.6 ტონა)
თიხა – 250 ათასი დოლარი ( 1 890. ტონა)
ყურძნის ნატურალური ღვინოები – 103 ათასი დოლარი (19.8 ტონა)
ამწეების და საბურღების ნაწილები – 68 ათასი დოლარი
ნათურები და მილაკები ელექტრული თერმოკათოდითი – 32 ათასი დოლარი