საქსტატმა საფოსტო და საკურიერო სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს ამ სფეროში მოღვაწე კომპანიების შემოსავლებმა 131.5 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან, საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 73.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო 26.7 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.
კომპანიების შემოსავლების 65% ამანათების მიწოდებასთან არის დაკავშირებული. აქედან უდიდესი ნაწილი საერთაშორისო ამანათებზე მოდიოდა.
საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2021 წლის განმავლობაში გაგზავნილია 5,475,500 წერილობითი კორესპონდენცია და 4,935,300 ამანათი გაიგზავნა.
2021 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 4.0 ათას კაცს შეადგენდა, მათ შორის 1 197 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.