მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილი, პოლიტიკური საბჭოსა და პარტიის წევრები თელავში სამოქალაქო სექტორის წარმომადგნლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე პარტიის ლიდერმა ახალი პოლიტიკური პარტიის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, „თაობები საქართველოსთვის“ არის განსხვავებული, არასტანდარტული თავისუფალი პარტია, რომლის თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანია თაობების ერთობა და თაობათა გაერთიანება.
პარტიის თავმჯდომარის, შოთა შალელაშვილის თქმით, „თაობები საქართველოსთვის“ არის სახალხო პარტია, რომელშიც ყველას აზრი საინტერესო, განსახილველი და მისაღებია.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პარტიაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოკავშირე ქართული საზოგადოებაა და სწორედ საზოგადოებასთან ერთად გეგმავენ სამოქმედო გეგმისა და პროგრამის შემუშავებას.