„ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს“ პროექტის – „საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი 2023“ გამარჯვებული თელავის მუნიციპალიტეტის მერია გახდა.
საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსის კვლევა, ეკონომიკური თავისუფლების შეფასების მეთოდოლოგიით, ზომავს საქართველოს თვითმმართველობების მუნიციპალიტეტების მუშაობის ეფექტიანობას 3 მიმართულებით: მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის; მუნიციპალიტეტი მეწარმეებისთვის; მუნიციპალიტეტების ადმინისტრირების ხარისხი.
აღსანიშნავია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერია საუკეთესო მაჩვენებლებით I ადგილის მფლობელი 2021 წელსაც გახდა.