2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
გთავაზობთ იმ 9 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა.
ჭარხალი – 15.1%-ით
მწვანილი – 14.7%-ით
ბადრიჯანი – 12.7%-ით
ლიმონი – 10.5%-ით
კომბოსტო – 9.8%-ით
სტაფილო – 9.3%-ით
კარტოფილი – 8.6%-ით
კივი – 8.1%ით
ყურძენი – 3.9%-ით