პრე-აქსელერატორის პროგრამა კახეთის რეგიონისთვის არის ტრენინგების და მენტორშიპების ციკლი არსებული და დამწყები მეწარმეებისთვის.
მონაწილეები პროგრამის განმავლობაში გაეცნობიან სტარტაპის შესაქმნელად და განსავითარებლად საჭირო ინფორმაციას, მიიღებენ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას, სტარტაპ იდეებზე მუშაობის, ინოვაციური პროდუქტის შექმნის, ტექნოლოგიების დანერგვის, პროდუქტის მომხმარებელზე მორგების შესახებ, ისინი პარალელურად იმუშავებენ თავიანთი იდეების დახვეწასა და განვითარებაზე, ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის აპლიკაციებზე, რათა გააკეთონ განაცხადი გრანტის მოსაპოველად
მონაწილეობა უფასოა. პროგრამას სრულად აფინანსებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ხორციელდება კომპანია ქლევერტონის მიერ.
დარეგისტრირდით საინფორმაციო შეხვედრაზე თქვენს მუნიციპალიტეტში და გაიგეთ მეტი პროგრამის შესახებ: https://forms.gle/gqN6UNEW8H7M3tRX9
შეხვედრები გაიმართება შემდეგი განრიგით:
14 სექტემბერი:
10:00 – ახმეტა;
14:00 – თელავი;
18:00 – ყვარელი
15 სექტემბერი:
14:00 ლაგოდეხი;
19:00 – დედოფლისწყარო
16 სექტემბერი:
11:00 – სიღნაღი;
14:00 – გურჯაანი;
18:00 – საგარეჯო