ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნა სპექტაკლის – “ვისია ვისი?!” – პრემიერა.
პიესის ავტორია ოთარ ჩხეიძე, ხოლო დამდგმელი რეჟისორი გოგი ჩაკვეტაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მერის მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.