ივნისში წლიურმა ინფლაციამ 12.8%-ი შეადგინა – სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასი 21.8%-ით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ ტოპ-10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
ქლიავი – 119.7%-ით
ყურძენი – 89%-ით
მწვანე ლობიო – 73.3%-ით
ატამი – 69%-ით
საზამთრო – 59.6%-ით
სიმინდის ფქვილი – 54.1%-ით
კარტოფილი – 47%-ით
პომიდორი – 46.3%-ით
ბადრიჯანი – 42.8%-ით
ხახვი – 39.6%-ით
გაძვირებული პროდუქტების ათეულში არ მოხვდა, თუმცა, 36.2%-ით გაიზარდა პურის ფასი ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.