პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული 24 წლის ქალის ცხედარს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ.
მოკლული სამი შვილის დედა იყო. მას ქმარმა სასიკვდილო ჭრილობები დანით მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა. ამის შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, ბინას ცეცხლი წაუკიდა. მომხდარის თვითმხილველი გარდაცვლილის ძმაა.
ბრალდებული უკვე დაკავებულია.
ცნობისთვის, გარდაცვლილ ქალს ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით პოლიციაში განაცხადი ოთხჯერ ჰქონდა შეტანილი, როგორც პოლონეთში, ასევე საქართველოშიც. ბავშვების მამაზე შემაკავებელი ორდერი სამჯერ იყო გამოწერილი, ამის მიუხედავად, დედა შვილების ნახვის უფლებას აძლევდა. ერთ-ერთი ვიზიტის დროს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც მეუღლემ დანით ქალს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
ქალი შვილებთან ერთად ერთ კვირაში სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა. მცირეწლოვანი ბავშვების ჩამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.