Home დღის ამბები პოლკოვნიკს ძალადობაში კიდევ ერთხელ ამხელენ

პოლკოვნიკს ძალადობაში კიდევ ერთხელ ამხელენ

21 წლის ლუკა ნიჟარაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკ ილია ვასაძეს სასტიკ მოპყრობაში ამხელს. ნიჟარაძეს განცხადებით,  პოლკოვნიკმა  იგი გააჩერა და დაარღვია მისი უფლებები – ჩხრეკა გაფრთხილების გარეშე დაიწყებინა თავის თანამშრომლებს ხოლო ნიჟარაძეს მხრიდან ამის გაპროტესტებას კი ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.

21 წლის ახალგაზრდის თქმით, მასზე ძალადობა  მანქანაშიც გაგრძელდა. კერძოდ კი მაინ ამოიცნო პოლკოვნიკი ილია  ვასაძე რომელსაც  არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. 

დაზიანებები ახალგაზრდას ყელისა და სახის არეში აღენიშნება.

მგუდავდნენ,” – იხსენებს 21 წლის ბიჭი  ჩვენთან საუბრისას. ამ წუთებში ახალგაზრდა მამაკაცი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაჰყავთ. 

პ.ს. შეგახსენებთ რომ რამდენმე თვის წინ გაზეთმა ალიამ გამოქვეყნა ილია ვასაძეზე ვრცელი სტატია სადაც მკითხველს ჟურნალისტმა მოუყვა რამდენი ქონების მფლობელი იყო წყალტუბოელი სამართალდამცველი და რომ მის საქმიანობას ძალადობის გარდა კორუფციული ნიშნებიც ეტყობოდა.