კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე, სამართალდამცველებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1980 წელს დაბადებული- შ.კ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
შსს- ს ინფორმაციით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სამი თანასოფლელი დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
მომხდარზე გამოძიება- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 13 წლამდე ვადით ითვალისწინებს.