კახეთში მოსული ნალექის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გარკვეული შეზღუდვა მოქმედებს.
” ამ დროისთვის, ტექნიკური მარილი ქალაქის ყველა ცენტრალურ ქუჩაზეა დაყრილი. მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე იმოძრავებს.
რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში აღინიშნა მცირე თოვლი და სადაც საჭიროება დადგა, გზების გარკვეულ მონაკვეთზე, მოხდა ტექნიკური მარილის გაშალა. ამინდის გაუარესების და თოვის შემთხვევაში მობილიზებულია რვავე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური საჭირო ღონისძიებების გასატარებლად”,- აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, პლატონ კალმახელიძემ.