Home დღის ამბები საზოგადოება „პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება – რა არის საჭირო?“

„პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება – რა არის საჭირო?“

„1-ლი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება – უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და ხალხის ძალამ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე,“ – ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. აგენტების კანონპროექტების გაწვევის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

მენაბდის „ფეისბუქ“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.

გვაქვს ორი კანონი (პირობითი სახელით) 1. რუსულთან მიმსგავსებული პირველი მოსმენითაა მიღებული; 2. აშშ-თან მიმსგავსებული, რომელიც ჯერ არ განხილულა.

რაა საჭირო?

  1. პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანონ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ);
  2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტის გაწვევას.

ასე რომ, უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და ხალხის ძალამ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე,“ – წერს მენაბდე.