პატრულ- ინსპექტორებმა UEFA-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში, დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით გადამზადება გაიარეს.
საპატრულო პოლიციის ინფორმაციით- გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში UEFA-ს 2024 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე, დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, ბამბერგის სასწავლო ცენტრში დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადება გაიარეს.
ერთობლივ სასწავლო კურსში, სხვა ქვეყნების პოლიციის ოფიცრებთან ერთად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 10 პატრულ-ინსპექტორი მონაწილეობდა. კურსის დასრულების შემდეგ, ისინი გადანაწილებული იყვნენ აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებში.
ცნობისთვის, პატრულ-ინსპექტორები გერმანელ პოლიციის ოფიცრებს ქართველ გულშემატკივართან ეფექტურ კომუნიკაციასა და მართლწესრიგის დაცვაში უწევდნენ დახმარებას.