Home დღის ამბები საზოგადოება პარლამენტმა აგენტების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო

პარლამენტმა აგენტების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო

პარლამენტის პლენარულ სესიაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო.

“საერთო კონსენსუსი არსებობს, რომ კანონპროექტი ჩავარდეს, ამიტომ პირდაპირ ვუყაროთ კენჭი”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, 35-მა დეპუტატმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 1-მდა დეპუტატმა კანონპროექტს კვლავ მხარი დაუჭირა. რეგისტრაცია გაიარა 112-მა დეპუტატმა.

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ”, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „ხალხის ძალამ“ უკვე მიმართა ბიუროს განცხადებით, რომ კანონპროექტის უკან გაწვევა სურს.