Home დღის ამბები საზოგადოება პარლამენტის წევრებისთვის საწვავის შესაძენად, 2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, ბიუჯეტიდან...

პარლამენტის წევრებისთვის საწვავის შესაძენად, 2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი გამოიყო

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის საწვავის შესაძენად, 2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, ბიუჯეტიდან, 2 მილიონამდე ლარი გამოიყო.

როგორც  საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილ  ინფორმაციიდან ჩანს, საპარლამენტო თანამდებობაზე მყოფი პარლამენტის წევრებისათვის ჯამში გამოყოფილია 51 ერთეული ავტომანქანა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის განკუთვნილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისთვის ყოველთვიურად, ლიმიტის მიხედვით, ჯამში 28350 ლიტრი საწვავი გამოიყოფა.

„2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან სრული ავტოპარკის საწვავის შესაძენად გამოყოფილ იქნა 1 904 963.96 ლარი, აქედან, 2020 წლის დეკემბერში − 35 706.38 ლარი. 2021 წელს გამოიყო 779 720.24 ლარი, 2022 წელს − 1 025 250.52 ლარი, ხოლო 2023 წლის მხოლოდ იანვარში − 64 286.82 ლარი.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის განკუთვნილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისთვის ყოველთვიურად, ლიმიტის მიხედვით, ჯამში 7950 ლიტრი საწვავი გამოიყოფა “, – ნათქვამია ინფორმაციაში.