Home დღის ამბები საზოგადოება პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არიან დაშავებულები

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არიან დაშავებულები

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არიან დაშავებულები. პროტესტის მონაწილეები, ძირითადად ცრემლსადენის გაზის გაშვების შედეგად დაშავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადები დახმარებას ადგილზე უწევენ.

აქციის მონაწილეები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, აღნიშნული კანონპროექტები კი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

შეგახსენებთ, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს”, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.