Home რეგიონი პარასპორტი გურჯაანი – 2018

პარასპორტი გურჯაანი – 2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით „პარასპორტი გურჯაანი – 2018“ ჩატარდა.

შეჯიბრი სპორტის ოთხ სახეობაში – ჭადრაკში, მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთსა და სირბილში გაიმართა, რომელიც “სპორტკომპლექსში” ჩატარდა.
„პარასპორტი გურჯაანი- 2018“-ში დღის ცენტრის „Life Line“ – ის და ორგანიზაცია „ხელი ხელს“-ის ბენეფიციარებმა მიიღეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ყველა მონაწილეს სპეციალური სერთიფიკატები და მედლები გადასცა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში „პარასპორტი გურჯაანი“ პირველად ჩატარდა.