ეს გადაწყვეტილება მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასამართლო სხდომა ბრალდების და დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით დაიწყო, რის შემდეგაც მოსამართლემ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ორივე ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში 2019 წლის 27 ნოემბერს მოხდა.
ორ გვარს შორის დაპირისპირების დროს 37 წლის ვისური მუთოშვილი მოკლეს, დაიჭრა კონფლიქტის მონაწილე სამი ადამიანი. მომხდარის მიზეზად ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის პირადი კონფლიქტი სახელდება. ორივე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად გასული წლის 2 დეკემბერს , ღამით წარედგინა.
მომხდარზე გამოძიება შს სამინისტრომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების