გურჯაანში ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ შავლიაშვილის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 36 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დისტანციურად გაიმართა.
დაცვის მხარემ პროკურორის შუამდგომლობა არ გაიზიარა და საქმის აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა. პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული. მას პროცესზე სიტყვით არ უსარგებლია. ადვოკატის, მინარი მურღვაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საგამოძიებო ორგანო ოჯახური ძალადობის გარდა, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასაც