Home დღის ამბები ეკონომიკა ოქტომბერში საქართველოს დერეფანში 39 301 ტრაილერმა გაიარა – რა შემოსავალი მიიღო ქვეყანამ?

ოქტომბერში საქართველოს დერეფანში 39 301 ტრაილერმა გაიარა – რა შემოსავალი მიიღო ქვეყანამ?

საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა ისევ რეკორდულად იზრდება. ოქტომბერში ქვეყანის ბიუჯეტში გზის გამოყენების საფასური 39 301 სატვირთომ გადაიხადა. ჯამური თანხა 13.755 მლნ ლარია.

2022 წლის ოქტომბრის მონაცემს 2021 წლის ოქტომბრის მონაცემს თუ შევადარებთ დერეფანში ტრაილერების რაოდენობა 37% ანუ 10 735 ერთეულით იყო გაზრდილი.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარ- ოქტომბერში გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა 98.53 მლნ ლარს გადააჭარბა.

გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალი

• 2022 წლის 10 თვე – 98,53მლნ ლარი
• 2021 წლის 10 თვე – 54,38 მლნ ლარი

გზათსარგებლობიდან შემოსავლების ზრდა ორმა ფაქტორმა განაპირობა – საქართველოს დერეფანში გაიზარდა სატვირთო გადაზიდვები, ასევე 2022 წლიდან გაძვირდა გზათსარგებლობის საფასური. თუ საქართველოს გზებზე მოძრავი თითოეული ტრაილერი გზათსარგებლობისთვის 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, 20 ივნისის შემდეგ გადასახადი 350 ლარამდე გაიზარდა.