2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 % შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.3 %-ით განისაზღვრა.
გთავაზობთ იმ 10 პროდუქტის ჩამოათვალს, რომელიც გასულ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა:
პომიდორი – 23.9%-ით
კიტრი – 23%-ით
ქლიავი – 22.9%-ით
მწვანილი – 20%-ით
კივი – 19.3%-ით
კომბოსტო 17.5%-ით
ფორთოხალი – 12.7%-ით
ბადრიჯანი – 10.8%-ით
ჭარხალი – 9.5%-ით
სტაფილო – 4%-ით
ინფორმაციისთვის, პომიდორი, კომბოსტო, ჭარხალი და სხვა პროდუქტი, რაზეც მიმდინარე წლის ოქტომბერში ფასები ყველაზე მეტად შემცირდა, 2021 წელს ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის იყო. კერძოდ, საქსტატის დეკემბრის მონაცემებით, 117,3%-ით იყო გაზრდილი ფასი პომიდორზე, 89,3%-ით კომბოსტოზე, 56,2%-ით ჭარხალზე და ა.შ.