goal.philenews.com-ი იმ ურთიერთშეთანხმებაზე წერს, რომლის მიხედვითაც თორნიკე ოქრიაშვილმა და “აპოელმა” კონტრაქტის გაწყვეტაზე მოილაპარაკეს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ნიქოზიურმა გუნდმა ჩვენებურს შრომითი ხელშეკრულება შეუჩერა და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე 70 000 ევროც გადაუხადა.
ამას გარდა, გასულ სეზონში ქართველის ანაზღაურებამ 350 000 ევრო შეადგინა, რის შედეგადაც გამოდის, რომ “აპოელში” გატარებული 1 სეზონის შემდეგ თორნიკემ 420 000 ევრო მიიღო. მას კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებდა, თუმცა ის უკვე შეწყვეტილია.
შეგახსენებთ, რომ “აპოელის” ღირსებას ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია იცავენ.