ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) ქალ მოჭადრაკეთა შორის, – ამის შესახებ ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
„ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ, მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის! აღსანიშნავია, რომ ჩვენი ლეგენდა ასევე თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფედერაციის ინფორმაციით, სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონმა სოფიკო ტერელაძემ პირველობა გაინაწილა 50+ მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა შორის. მათივე ცნობით, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სენიორ (+50) მოჭადრაკეთა შორის ზურაბ სტურუამაც.