Home დღის ამბები ეკონომიკა ნოემბერში მხოლოდ 5 პროდუქტი გაიაფდა – ჩამონათვალი

ნოემბერში მხოლოდ 5 პროდუქტი გაიაფდა – ჩამონათვალი

მსოფლიოში მიმდინარე ინფლაციური პროცესები, ცხადია, რომ იმპორტდამოკიდებულ საქართველოზეც აისახება. შესაბამისად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანაში საკვები პროდუქტი პერმანენტულად ძვირდება. იმ პროდუქტების ჩამონათვალი კი, რაზეც ფასებო იკლებს, მცირდება. მაგალითად, თუ ერთი წლის წინ ან კიდევ უფრო ადრე სტატისტიკურ ჩამონათვალში გაიაფებული საქონლის რაოდენობა 10-ს აღემატებოდა, ბოლო თვეების განმავლობაში ფაქტობრივად, ფასები მხოლოდ 4-5 პროდუქტზე მცირდება.

2022 წლის ნოემბერშიც საქართველოში მხოლოდ 5 საკვები პროდუქტი გაიაფდა. უფრო კონკრეტულად:

ქლიავი – 26,37%-ით გაიაფდა

ყურძენი – 18,59%-ით გაიაფდა

კომბოსტო – 13,76%-ით გაიაფდა

ნიორი – 6,90%-ით გაიაფდა

ბადრიჯანი – 0,93%-ით გაიაფდა

ცნობისათვის, 2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა.