Home დღის ამბები ნიკოლოზ ვარდოშვილი – ვაფრთხილებ სურსათის უვნებლობის სამსახურს

ნიკოლოზ ვარდოშვილი – ვაფრთხილებ სურსათის უვნებლობის სამსახურს

თელავის აგრალური ბაზრის დახურვას ეხმაურება ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვარდოშვილი :

„აგრალური ბაზრის დახურვა გვპასუხობს ორ კითხვაზე:

პირველი, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს ის თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებმაც გუშინ საკუთარი გაზრდილი მსხვილფეხა საქონელი დაკლა რათა ორი კაპიკი შეეტანათ ოჯახებში.

მეორე ბაზრის ადმინისტრაციასთან არ საუბრობს ხელისუფლება და არ ცდილობს ერთად მოაგვარონ არსებული პრობლემები, თუ ამას პრობლემას ვეძახით. როცა პირბადის ვითომ არასწორად გაკეთებისათვის მოვაჭრე გლეხი და ბაზრის ადმინისტრაცია დააჯარიმეს.

ხალხს შია ! ადამიანები ვერც სურსათს ყიდულობენ,  გლეეხებმა ვინც საქონელი გუშინ დაკლა, რეალიზაციის მიზნით დღეს სახლში უფუჭდებათ, რადგან ბაზარი სურსათის უვნებლობამ დაუკეტა

მოვუწოდებ საქართველოს სურსათის უვნებლობის ეროვნულ სამსახურს, დაუყონებლივ მიიღოს გადაწყვეტილება და გახსნას თელავის ბაზარი, წინააღმდეგ შემთხვევაში  ხორცს მივიტანთ სურსათის უვნებლობის სამსახურის შენობასთან და თავად მოახდინონ რეალიზაცია სრული წესების დაცვით. “