ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელმა ნიკა ვარდოშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის შენობის წინ ძროხა მიიყვანა.
„ეს არის ახლად არჩეული თვითთმმართველობის ერთადერთი გაკეთებული საქმე და დამდგარი შედეგი. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ თელავის მუნიციპალიტეტმა დამეგობრებულ გერმანიის ერთ ერთ ქალაქს, თხოვნით მიმართა რათა მათთვის საჩუქრად გადაეცათ 450 ერთეული ხარის სპერმა. რასთან გვაქვს საქმე, თუ წინა თვითმმართველობის დროს გერმანულ მხარესთან ვმუშაობდით ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე, უკვე ახლად მობრძანებულები მხოლოდ სპერმასღა ითხოვენ.
ამიტომ ვაფასებ მათ მუშაობას, სწორედ ამიტომ მოვიდა ძროხა დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, რათა ქართულმა ოცნებამ მისი განაყოფიერებით დაიწყოს ეს დიადი პროექტი.
მე მივმართავ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რომ უცხოეთში არაერთი ვოიაჟის დროს დაკავდნენ ქალაქისთვის რეალურად სასიკეთო საქმეებისათვის, რადგან მათი თითოეული ვიზიტი იმაზე ძვირი უჯდება ბიუჯეტს, ვიდრე ხარის სპერმის ფასია, თუნდაც გერმანული.“
თელავის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მათ ხარის სპერმა დამეგობრებული ქალაქისგან საჩუქრად მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ვარდოშვილი წინა მოწვევის ქალაქ თელავის საკრებულოს დეპუტატია.