Home დღის ამბები ნაფარეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ნაფარეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. სოფელ ნაფარეულში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

554 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდება, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 461 260 ლარით ფინანსდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ,,საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი,, ახორციელებს.