” იანვრის მონაცემებით, ლარში საკრედიტო აქტივობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, 2023 წელს პროდუქტიულობის ზრდა საკმაოდ მაღალი იყო.
„უნდა ითქვას, რომ პროდუქტიულობის ზრდა მთელი 2023 წელი საკმაოდ მაღალი იყო. მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა, ინფლაცია საკმაოდ დაბალი იყო, მოსალოდნელზე უფრო მეტად დაბალი. ეს რისკი 2023 წელს არ მატერიალიზდა. 2024 წელს რა თქმა უნდა, ამას გავადევნებთ თვალს, ერთ-ერთი ნიშანი არის საკრედიტო აქტივობის ზედმეტად დაჩქარება თუ მოხდა, დღეს ეს არის მდგრადი ტემპი, რითაც საკრედიტო აქტივობა იზრდება. მისასალმებელია, რომ იანვრის მონაცემებით, ლარში საკრედიტო აქტივობა, ლარში აღებული სესხები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში. ეს დაკავშირებულია მათ შორის ჩვენ პოლიტიკასთანაც“,- აღნიშნა თურნავამ.