Home დღის ამბები ნათია ზუროშვილის ერთი დღე

ნათია ზუროშვილის ერთი დღე

ერთი უბრალო ქალი ვარ, არაფრით გამორჩეული სხვებისგან… ჰმ, ქალი!!! იმდენი დრო გავიდა, არაფერი მიწერია, რომ მგონი პირელად ვუწოდე საკუთარ თავს ქალი… ხოო, ვეღარც ვწერ, ვეღარც ვკითხულობ… ვეღარც საფიქრელად ვიცლი… ხან მგონია ცარელი ვარ, ავსება მჭირდება, როგორც დოქს, როგორც სურას…
არავის ადარდებს ჩემი სიცარიელე, ამიტომაც ასეთი მივდევ ცხოვრების დინებას… მივდევ, მივდევ… ხან ვეღარც მივდევ, ოდნავ შევჩერდები, მერე ვფიქრდები, ნეტავ სად გავრბივარ, ანდაც რას მივდევ, მაგრამ უკვე ფორესტ გამბის ინსტიქტით გავრბივარ… სულ ვჩქარობ, სულ მოსწრებაზე ვარ.

თენდება დილა! ლოგინშივე ინტერნეტი, ყავა, ფიქრი -დღეს ამდენი რამ მაქვს მოსასწრები, არაფერი გამომრჩეს, თარიღი… თარიღი სულ უნდა მახსოვდეს, ამის გარეშე ვერ ვიქნები, ჩემი პროფესიის ნაწილია, პროფესიის, რომელიც თვითონ ვიქციე პროფესიად, თორე სამი უმაღლესით ვერაფერს გავხდი… არ ვწუწუნებ, მომწონს ჩემი საქმე, მომწონს ამ გარყვნილ ცხოვრებაში ყველაზე გაურყვნელ არსებებთან ურთიერთობა, ვდგები, უკვე წასვლის დროა, ბავშვები უნდა გავაღვიძო, 9-დან ბაღის ბავშვები უნდა მივიღო… ვიცვამ იმას, რაც ხელში მხვდება, სარკეში ვიყურები, თვალს უცებ ვარიდებ, რა დროს სარკეა…არ მიყვარს სარკეში ყურება… სულაც არ გავს ის გამოსახულება, იმ არსებას, რომელიც ჩემშია…
ამ ბოლო დროს გასუქდა, თვალებთანნ ნაოჭები გაუჩნდა, რაღაც სევდიანი გამომეტყველება აქვს, ვერ ვ-იგივდები სარკის ანარეკლთან, ამიტომ საკუთარი თავის მოწესრიგებას, ისევ ბავშვების მოწესრიგებას ვარჩევ და სამსახურში გავრბივარ…არა! მართლა გავრბივარ, მიმიჩქარია, მიმიხარია: პატარების სიხარულით აციმციმებული თვალებით დილის დაწყებას არაფერი ჯობს…ერთი ეგააა, ვალდებულება-მოვალეობები მჭამს, არის მომენტები, რომ მეშინია, ვაითუ ვერ გავუმკლავდე, მაგრამ დაპირება: ყველას დავპირდი, რომ მათ ბავშვებს ცივ ნიავს არ მივაკარებ, ამიტომ უფლება არ მაქვს წუთით მაინც მოვდუნდე… თანამშრომლებს საქმეს ვუნაწილებ, ვიღაც ხასიათზე ვერაა, ვიღაც ახალი მოსულია, მოსაჩვევი გვყავს, ზოგს სურდო აქვს, ზოგს -ფაღარათი, უყურადღებოდ არავინ უნდა დარჩეს… მალე ვწყნარდები, თითქოს თავისით ლაგდება ყველაფერი,,,ჩემებიც იქვე მყავს, ერთად ვჭამთ, ერთად ვიცინით, ერთად ვერთობით და გადის ზაფხულის ცხელი დღეები…
საღამოს იუბილე მაქვს მოსაწყობი.შეკვეთას ვიხსენებ, არაფერი გამომრჩეს,ანიმატორებს ცოტა ადრე ვიბარებ, რაღაც ახალი მინდა, ცოცხალ დადგმებისათვის რეპეტიციას ვიწყებთ, ძირითადი დირექტივები მივეცი, დანარჩენს ,,იმპროვიზაციით გამიქაჩავენ“…იუბილარი 10 წლის ხდება, უკვე დიდი და თავმომწნე იქნება, მისი ფეისბუქ-გვერდიდან სურათებს ვიპარავ და ვიდეოს ვუმზადებ… ვიცი, ჯერ გაოცდება , შემდეგ გაიხარებს, წინასაწარ მე თვითონ მიხარია…

რატომ ვირჩევთ თელავის ცენტრალუ საავადმყოფოს



მომწონს სიურპრიზების კეთება, განუზომლად ბედნიერი ვარ, როცა არ ელოდება ბავშვი და ზუსტად იმას სთავაზობ, რაც ყველაზე მეტად ახარებს… მეცნიერებს დაუდგენიათ, რომ ადამიანს სამჯერ უფრო მეტი ,,ბედნიერების ჰორმონი“ გამოეყოფა, როცა ვინმეს გახარებას ცდილობს-მახსენდება დედაჩემის სიტყვები და ვსევდიანდები, ვსევდიანდები იმიტომ, რომ დედა ერთადერთი იყო ჩემ ცხოვრებაში, ვინც ცდილობდა ჩემთვის მოეწყო სიურპრიზი, რამდენი ხანია აღარავის გავხსენებივარ, იქნებ იმიტომაც ვარ ცარიელი… სენტიმენტებისვის დრო არ მრჩება, შოუ იწყება და არაფერი არ უნდა გამომრჩეს საორგანიზაციოდ… ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მიხარია გულწრფელ მადლობებს რომ ვისმენ… მაგრამ ისევ მეჩქარება, ბავშვები მგონი როგორ მელოდებიან, მოვრბივარ სახლში, დასძინებია პატარას ჩემ მოლოდინში… გენაცვალოს დედა!!! -გულში ვიხუტებ და დასაძინებლად მიმყავს, დედიკო, შენც დაწექი რაა, ძალიან დაღლილი ვარ, მეც უნდა დავწვე….ვეხვეწები დიდს. ვწვები, მაგრამ მახსენდება, მაკას დავპირდი, რომ რაღაცას დავუწერდი, ისევ მოვალეობები,!!!ალბათ , სანამ მოვალეობა გჭამს, თავს ბედნიერად ვერ იგრძნობ, ლეპტოპს ვიმარჯვებ და ვფიქრობ, ნეტავ ვის რაში აინტერესებს ჩემი ყოველდღიური პროზაულობა? მე ხომ ასეთი ცარელი ვარ, აღარც ვწერ, აღარც ვკითხულობ…საკუთარი თავის ასავსებად თვითონ არ მცალია და აბა სხვას რა ანაღვლებს ჩემი სიცარიელე, ამიტომაც ხვალაც ასე ცარელი ავედევნები ცხოვრების დინებას