Home დღის ამბები ეკონომიკა ნავთობის ფასი ბარელზე 90 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა – რა ღირს საწვავი საქართველოში

ნავთობის ფასი ბარელზე 90 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა – რა ღირს საწვავი საქართველოში

2022 წლის 17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 89.78 (- 3.08) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 81.64 (- 3.95) დოლარი/ბარელზე.

ნავთობის ფასის შემცირება უკავშირდება ჩინეთში, ნავთობის უმსხვილეს მომხმარებელში, მოთხოვნის შესუსტებასა და აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის რისკს.

რაც შეეხება საქართველოს, ნავთობ იმპორტიორთა კავშირის გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 18 ნოემბრის მდგომარეობით სუპერი 3.69 ლარიდან 3.90 ლარამდე ღირს; პრემიუმის ტიპის საწვავი 3.22 ლარიდან 3.40 ლარამდე; რეგულარი კი, 2,79 ლარიდან 3,24 ლარამდე.