Home დღის ამბები მუსიკალური საღამოებს ახმეტა და დედოფლისწყარო უმასპინძლებს

მუსიკალური საღამოებს ახმეტა და დედოფლისწყარო უმასპინძლებს

დღეს 8 ივლისს, დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერში და ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ,,მუსიკალური საღამო ” გაიმართება.

მოეწყობა საბავშვო, გასართობი სივრცეები და პავილიონები. ღონისძიებები 19:00 საათზე ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით დაიწყება. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ. ასევე, გაიმართება სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა, ტერიტორიაზე განთავსდება სადეგუსტაციო და კვების ზონები.

დედოფლისწყაროში საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ – სალომე ბაკურაძე, მაგდა ნიკოლეიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი და „ნალი ბენდი“, ხოლო ახმეტაში მუსიკალური საღამო – თაკო მელიქიშვილის, თბილისური კვარტეტისა და რეზო და ბავშვების კონცერტით დასრულდება.