კატარში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.
ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ანგარიშით 3:3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი არგენტინამ საფრანგეთს ანგარიშით 4:2 სძლია.
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა.