Home რეგიონი ლაგოდეხი მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღე ლაგოდეხში

მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღე ლაგოდეხში

6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
 2013 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მიღებული დადგენილების თანახმად, 2014 წლიდან, ყოველი წლის 6 აპრილს, საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს. ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად უერთდება ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.
 ამ დღესთან დაკავშირებით ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ინიციტივით   “რანის” მოედანსა და სპორტ დარბაზში გაიმართა მინი ფეხბურთსა და ფრენბურთში შეჯიბრი. მინი ფეხბურთი სოფ.ვარდისუბნის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ფრენბურთში გოგონათა შორის სოფ.არეშფერნის გუნდმა, ვაჟებშიც ასევე სოფ.არეშფერნის გუნდმა მოიპოვა გამარჯვება.
 ყველა სპორტსმენს, მწვრთნელს, ექიმს, მსაჯს, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, სპორტული მედიის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, სპორტის გულშემატკივრებს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს!