ახლახან მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულმა ბრილიანტმა პრეცედენტი შექმნა და ისტორიული რეკორდი მოხსნა.
The Washington Post-ის ცნობით, Sotheby’s-მა აუქციონზე იშვიათი, 11,15-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი ჰონგ კონგში, მიმდინარე თვის დასაწყისში გაიტანა. მოსალოდნელი იყო, რომ ძვირფასი ალმასის ფასი დაახლოებით 21 მილიონი დოლარი იქნებოდა, მაგრამ ის ბევრად ძვირად – 57,7 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული ვარდისფერი ბრილიანტი, რომელიც აუქციონზე ოდესმე გაყიდულა.
უილიამსონის “ვარდისფერი ვარსკვლავის“ სახელით ცნობილ ნამუშევარს სახელი ორი სხვა ცნობილი ბრილიანტის მიხედვით დაერქვა.
სახელის პირველი ნაწილი უილიამსონის ბრილიანტის მიხედვით არის შერჩეული – ეს იყო 23,60-კარატიანი ქვა, რომელიც დედოფალ ელიზაბეტ II-ს 1947 წელს, პრინც ფილიპთან ქორწინების დროს, საჩუქრად გადაეცა.
მეორე ნაწილი კი 59,60 კარატიანი ვარდისფერ ვარსკვლავის მიხედვით შეარჩიეს, რომელიც 2017 წელს 71,2 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ბრილიანტი ითვლება უკიდურესად იშვიათ ალმასად. მოპოვებული წიაღისეულიდან მხოლოდ 3% არის ფერადი, 5% კი არის კლასიფიცირებული, როგორც ვარდისფერი.