ოქროს ფასი სექტემბრის შუა რიცხვებიდან მაქსიმალურ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) დეკემბრის კონტრაქტები 1,9%-ით გაძვირდა და გუშინდელი ვაჭრობის დროს უნციაზე 1733,90 დოლარი შეადგინა. ინფორმაციას „ფინმარკეტი“ ავრცელებს.
ოქროს გაძვირებას მსოფლიო ვალუტების მიმართ დოლარის კურსის მკვეთრად შემცირებას უკავშირებენ.
რაც შეეხება ვერცხლს, დეკემბრის მიწოდების ფასმა 3%-ით მოიმატა და უნციაზე 21.21 დოლარი შეადგინა, რაც ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პალადიუმი 4,7%-ით, 2337 დოლარამდე გაძვირდა, ხოლო პლატინის ფასმა 4,1%-ით მოიმატა და უნცია 937,3 დოლარად ივაჭრება.
გუშინ, 19:22 საათისთვის DXY ინდექსი, რომელიც მსოფლიოს ექვსი ძირითადი ვალუტის მიმართ დოლარის ღირებულებას აჩვენებს, 1,16%-ით დაეცა.