მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 100 დოლარს ჩამოცდა. შემცირდა ფასები როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე.
თბილისის დროით 10:00 საათისთვის Brent-ის ტიპის საწვავი ბარელზე 98,96 დოლარი ღირს. ორშაბათს ვაჭრობის შედეგად ეს კონტრაქტები 3,94 დოლარით შემცირდა და ბარელზე 100,03 დოლარი შეადგინა. შემცირდა ასევე ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი და ამ დროისთვის 93,01 დოლარს შეადგენს ბარელზე.
ოთხშაბათს ოპეკ+-ის მინისტრების მორიგი შეხვედრა გაიმართება. მიუხედავად აშშ-ის მოწოდებისა, რომ წარმოება აქტიურად გაზარდოს, კოალიცია სექტემბერში ნავთობის მოპოვების ზრდის დონეს დაადასტურებს.