Home დღის ამბები ეკონომიკა მსოფლიოში სურსათზე ფასები ზედიზედ 6 თვეა მცირდება

მსოფლიოში სურსათზე ფასები ზედიზედ 6 თვეა მცირდება

სექტემბერში მსოფლიოს მასშტაბით სურსათის ფასი აგვისტოსთან შედარებით 1,1%-ით შემცირდა. ფასები სურსათზე კლებაშია უკვე ზედიზედ 6 თვეა, მას შემდეგ, რაც მარტში ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.

როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანზაციის FAO-ს ანგარიშში ვკითხულობთ, სექტემებრში FAO-ს ინდექსმა სურსათზე 136,3 პუქტი შეადგინა, რაც 1,1%-ით (1,5 პუნქტით) ნაკლებია აგვისტოს მაჩვენებელზე, თუმცა მთელი 5%-ით მეტია 2021 წლის აგვისტოს ნიშნულზე.

ანგარიშის მიხედვით, სექტემბერში ბურღულეულის ფასი აგვისტოსთან შედარებით 1,5%-ით გაიზარდა, ბრინჯის ფასი გაზრდილია 2,2%-ით. მცენარეულ ზეთზე კი შემცირებულია 6,6%-ით, ისევე როგორც 0,6%-ით კლებაა რძის ფასზე და 0,5%-იანი ფასის კლებაა ხორცზე. ხოლო შაქარზე ფასი 0,7%-ით შემცირდა.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ასახავს საერთაშორისო ფასების ცვალებადობას სამომხმარებლო კალათის 5 ძირითად პროდუქტზე – რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი.