მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე ძვირი ბუენოს აირესში, არგენტინაშია, ყველაზე იაფი ტიკიოში, იაპონიაში. ამის შესახებ NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ. რეიტინგის მიხედვით, თბილისი მსოფლიოს 467 ქალაქს შორის 42-ე ადგილს იკავებს და საშუალო საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე 12,37%-ია.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგი შედგენილია კლებადობის მიხედვით, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თბილისში იპოთეკური სესხები მსოფლიოს ბევრ ქალაქთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. ძვირია მათ შორის მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებთან შედარებით. გამონაკლისია მხოლოდ ანკარა, რომელიც რეიტინგში მე-10 ადგილზეა, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი კი 19,78%-ს შეადგენს. რაც შეეხება ბაქოს, ის 83-ე ადგილზეა, ბაქოში იპოთეკური სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 9,84%-ს შეადგენს. ერევანში რეიტინგი 50-ე პოზიციაზეა, საშუალო საპროცენტო განაკვეთი კი 11,94%-ია. მოსკოვი რეიტინგში 74-ე ადგილზეა, იპოთეკურ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი კი 10,35%-ია.
Top-10 ქალაქი, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე იაფია:
ტოკიო, იაპონია – 1,13%
ნიცა, საფრანგეთი – 1,17%
ტულუზა, საფრანგეთი – 1,17%
ტამპერე, ფინეთი – 1,19%
ჰაიდელბერგი, გერმანია – 1,19%
ესპოო, ფინეთი – 1,19%
ჰელსინკი, ფინეთი – 1,24%
ჟენევა, შვეიცარია – 1,27%
ციურიხი, შვეიცარია – 1,42%
კალსრუე, გერმანია – 1,45%
Top-10 ქალაქი, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირია:
ბუენოს აირესი, არგენტინა – 44,23%
კარაკასი, ვენესუელა – 27%
აკრა, განა – 25,50%
სტამბოლი, თურქეთი – 23,64%
ისფაჰანი, ირანი – 21,34%
იზმირი, თურქეთი – 20,70%
ტაშკენტი, უზბეკეთი – 20,62%
ანტალია, თურქეთი – 20%
თეირანი, ირანი – 19,97%
ანკარა, თურქეთი – 19,78%