Home დღის ამბები მოტოციკლისტების უსაფრთხოებისთვის პირველი აირბაგიანი ჯინსის შარვალი შეიქმნა

მოტოციკლისტების უსაფრთხოებისთვის პირველი აირბაგიანი ჯინსის შარვალი შეიქმნა

შვედურმა კომპანია Mo’cycle-მა მსოფლიოში პირველი აირბაგიანი ჯინსი წარადგინა, რომელიც მოტოციკლზე საგზაო შემთხვევის დროს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ჯინსი წყალგაუმტარი, სუნთქვადი და მდგრადი ქსოვილისგან არის დამზადებული. შესაძლო დაცემაზე დროული რეაგირებისთვის მძღოლი მოტოციკლს ჯინსის შარვლით უნდა მიემაგროს. დაცემის შემთხვევაში ჯინსი ქვედა ტანის დასაცავად წამებში იბერება.

ავარიის შემდეგ აირბაგი იფუშება და ჯინსის შარვალი ხელახლა გამოყენებისთვის პირვანდელ ზომას უბრუნდება.

აირბაგიანი ჯინსის შარვალი გაყიდვაში მიმდინარე თვეში გამოვა. მისი საწყისი ფასი, დაახლოებით, 470 ევრო იქნება.