მიხედვით, ჩინეთის ქალაქ კაშგარიდან ტვირთი ყირგიზეთი-უზბეკეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რკინიგზით ევროპას მიეწოდება.
შეხვედრაზე აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდჩინეთის ქალაქ კაშგარიდან ევროპაში საქართველოს რკინიგზის გავლით საქონლის კონტეინერებით ტრანსპორტირების შესახებ საპილოტე პროექტი შეიქმნა. ინფორმაციას სააგენტო Trend-ი აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანია ADY Container-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „უკვე მომზადდა ციფრული პლატფორმის საცდელი ვერსია, რომელიც დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობას გაზრდის და ოპერაციებს ოპტიმიზაციას გაუწევს. სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს ამ სფეროში სპეციალიზებული კომპანია UNISER-ის მიერ შემუშავებული პლატფორმის დანერგვა.“
საპილოტე პროექტზე ექვსი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ბაქოში იმსჯელეს, სადაც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის მონაწილე ქვეყნების რკინიგზის ოპერატორთა შეხვედრა გაიმართა. პროექტის ომარის მოადგილე იგბალ ჰუსეინოვმა, მარშრუტის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით, მონაწილე ქვეყნების სარკინიგზო დეპარტამენტების ერთობლივ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„აუცილებელია ძალისხმევის გაერთიანება ამ მარშრუტზე ტვირთების მიზიდვისა და წარმოქმნილი პრობლემების სწრაფი გადაწყვეტის მიმართულებით,“ – აცხადებს ჰუსეინოვი.
ამასთან, შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია სპეციალური ვებგვერდის შექმნაზე, რომელზეც აღნიშნული მარშუტის შესახებ ინფორმაცია განთავსდება. ასევე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი მონაწილეობით კონსორციუმის შექმნის აუცილებლობას, რომელიც მარშრუტის ეფექტურობას გააუმჯობესებს. ამ მიმართულებით დისკუსია გაგრძელდება.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის, ანუ ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ევროპის სატრანსპორტო მარშრუტი, აზერბაიჯანის რკინიგზისა და შესაბამისი ქვეყნების სახელმწიფო სარკინიგზო სტრუქტურების მონაწილეობით, 2019 წელს შეიქმნა.