მკვლელობა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. სოფელ იორმუღანლოს ერთ- ერთ ფერმაზე. ქალმა 30 წლამდე კაცს სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფით მიაყენა.
მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი კაცის მიერ ბიძაშვილის ცოლთან სქესობრივი კავშირის დამყარება გახდა .
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები. დაწყებულია გამოძიება.